26 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
სოფლის გაყიდვა შემომთავაზეს ერთოთახიან ბინაზე... ამდენი ხალხია, დედას გიტირებთ იცოდეთ - ტანძიელები აქციას შეურთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოფელ ტანძიის მცხოვრებლები შეუერთდნენ. აქციაზე ის პირები მივიდნენ, რომლებიც ამ დრომდე უშედეგოდ აპროტესტებენ RMG Gold-ის საქმიანობას.

მათ „ქართული ოცნების“ ოფისთან გასულ კვირასაც გამართეს აქცია და ღია კარიერის გახსნის შეჩერება მოითხოვეს.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ტანძიის მკვიდრმა ვეფხვია ღვალაძემ მიმართა.

„ამ მთავრობაში ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი ხალხო სოფლის გაყიდვა შემომთავაზეს, ჩაეხსენი ამათო და ერთ ოთახიან ბინას გადაგიფორმებთო, ვიღაც ლაწირაკი ბიჭი მეუბნებოდა.

მაგრამ ხომ დაგიმტკიცეთ მთავრობას,რომ ვეფხვია ღვალაძე არ იყიდება და ჩვენ ვართ მაგრები, იმიტომ რომ ვართ ქართველები. მე აქედან ვუერთდები ყველა გამოხატულ პროტესტს.

ერთ რამეს გეტყვით, მარტო ვყოფილვარ და ჩემი მაინც მითქვამს, ახლა ვარ ყველაზე ძლიერი, ამდენი ხალხია, დედას გიტირებთ იცოდეთ. ვერაფრით ვერ გამაჩერებთ. შესრულდეს ყველა მოთხოვნა, ვის გადადგომასაც ითხოვენ. მე ერთი ვეფხვია ღვალაძე გეყოფით მარტო, თქვენი დედა ვატირე“ -მიმართა ტანძიელმა ვეფხვია ღვალაძემ აქციის მონაწილეებს.

დღის ამბები