07 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
"არის ხალხი, რომელსაც ეშინია სამსახურის დაკარგვის - ასეთ შეფასებას მივცემდი ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხის უმეტესობას" - მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციამდე 3 დღე რჩება

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციამდე 3 დღე რჩება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილ მასშტაბურ შეკრებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება სახელისუფლებო ძალის პოლიტიკის მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოა.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ორშაბათის აქციაზე "ქართული ოცნება" მხარდამჭერების რესურსის დემონსტრირებას საჯარო მოხელეების გამოყენებით შეეცდება.

"არის ხალხი, რომელსაც ეშინია სამსახურის დაკარგვის, ასეთ შეფასებას მივცემდი ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხის უმეტესობას. ვიღაც, შეიძლება, გულწრფელად იყოს [მომხრე]. უნდა გვესმოდეს, რომ ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ და იმათაც, გულის სიღრმეში, უნდათ ბედნიერ, მდიდარი და წესიერი საქართველოს ხილვა, ჯერჯერობით, ამ სიტუაციაში, ასეთი საქართველო, მხოლოდ ევროპასთან და ამერიკასთან ერთად კეთდება", - განაცხადა "გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ.

დღის ამბები