05 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
მუქარის შემცველი გზავნილები - მოძრაობის „ნუ მომკლავ!“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა 

მოძრაობის „ნუ მომკლავ!“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დედასთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც არასრულწლოვანი ამბობს, ის  საგამოძიებო უწყებაში ელისო კილაძის შვილის მიერ გამოგზავნილი მუქარის შემცველი ხმოვანი გზავნილების გამო დაიბარეს.

ზეწოლის მიზეზად კუჭაშვილი "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ პოსტს ასახელებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მის გამიჯვნას ეხება.

პოლიციის განყოფილებაში მისვლას კუჭაშვილი დღესაც აპირებს.

რაც შეეხება თავად დავით ხარშილაძეს, ის გამოკითხვაზე ამ დრომდე არ არის დაბარებული.

დღის ამბები