05 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
დაანონსებული აქცია - მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

მთავრობის ადმინისტრაციასთან  პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სამართალდამცველებს ადმინისტრაციის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. 

არსებული ინფორმაციით, აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს 14:00 საათზე უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ სწორედ დაანონსებულ აქციას უკავშირდება პოლიციის მობილიზებაც. 

გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. 

მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.

სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, "პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების" გარეშე.

დღის ამბები