02 მაისი 2024,   18:37
ვრცლად
"თუ რეალური შემოთავაზება იქნება, გაიხსნება მოძრაობა" - მეტროს მემანქანეები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან

უკვე მეორე დღეა თბილისში 23 მეტროსადგური პარალიზებულია - მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით შიმშილობა მესამე დღეა მიმდინარეობს.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ითხოვენ, რომ მათი ანაზღაურება საათში 8 ლარი და 65 თეთრის ნაცვლად 10 ლარი გახდეს, თუმცა მერია ამ ეტაპზე ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად არ არის.

კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მემანქანეები მზად არიან მოლაპარაკებები ისევ გამართონ. 

"პროტესტი გრძელდება, მოთხოვნებიც გრძელდება, ხელფასის მატებაა ძირითადი მოთხოვნა. თუ რაიმე რეალური შემოთავაზება იქნება, გაიხსნება მოძრაობა თუ არადა სანამ ჩვენთვის სასურველი შედეგი არ დადგება გაგრძელდება გაფიცვა,"- აცხადებს მეტროპოლიტენის თანამშრომელი არჩილ ორდენიძე.

ამ დროისთვის უცნობია რას გეგმავს დედაქალაქის მერია და შედგება თუ არა მოლაპარაკება. მეტრო დედაქალაქში უკვე მეორე დღეა გაჩერებულია, დამატებულია ავტობუსები, თუმცა მგზავრთა დიდი ნაკადის გამო მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.  

დღის ამბები