17 სექტემბერი 2019,   13:14
ვრცლად
მსახიობი, მეშახტე, მთამსვლელი - ტყიბულში გარდაცვლილი 27 წლის ახალგაზრდა, სანდრო ბუცხრიკიძე

ტყიბულში რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი მეშახტე დაიღუპა, ერთ-ერთი 27 წლის ახალგაზრდა, სანდრო ბუცხრიკიძე.

P.S. მოგიყვებათ, როგორ ცხოვრობდა სანდრო ბუცხრიკიძე საბედისწერო დღემდე.

სანდრო ბუცხრიკიძე ერთი კვირის წინ, 2 ივნისს, 65 წლის რეზო ლომთაძესთან ერთად ტყიბულის მიკრო-შახტში, ღია კანიონში დაიღუპა. პირველადი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი, უჰაერობა გახდა.

მას სხვადასხვა სფერო აინტერესებდა - მსახიობიც იყო, მთაზე ასვლაც უყვარდა, მუშაობდა წითელ ჯვარში, ჰქონდა ურთიერთობა კათარზისთან და ა.შ.

მას კათარზისიდან იმ მოხუცებისთვის მიჰქონდა საჭმელი, ვისაც იქ თვითონ არ შეეძლო მისვლა. წითელ ჯვარში არა ანაზღაურება, არამედ ავადმყოფთა დახმარება აინტერესებდა. შახტშიც კი იმიტომ ჩადიოდა, რომ მიღებული ფულით გაჭირვებულებს დახმარებოდა.

 

დღის ამბები