26 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში საქალაქო სასამართლოსთან-ცემის შედეგად გარდაცვლილის ოჯახი ინციდენტში მონაწილეებს გაუსწორდა

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში საქალაქო სასამართლოსთან - ნოემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ცემის შედეგად გარდაცვლილი ანზორ კონცელიძის ოჯახის წევრები სასამართლოს შენობასთან ინციდენტში მონაწილე რეზო ჯაფარიძეს დაუპირისპირდნენ. ანზორ კონცელიძის ოჯახი მაჟორიტარ დეპუტატს ფატი ხალვაშს სულხან ავალიანის მფარველობაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესებზე მოწმეებზე ზემოქმედება ხორციელდება. ოჯახი განაჩენის დროულ გამოტანას და თანმხლები პირების დასჯას ითხოვს.

დღის ამბები