26 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
სულხან სალაძის თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტის წულუკიანის გარეშე დაკომპლექტება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებები დაიწყო, უფრო მეტად აქტუალური გახდა სამოქალაქო სექტორის მოთხოვნა თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით. არასამთავრობოები, რომლებიც უკვე დიდი ხანია სხვადსხვა კამპანიების საშუალებით ითხოვენ წულუკიანის გადადგომას, ამბობენ, რომ მისი პოსტიდან ჩამოშორება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

"იმ ჩავარდნილი რეფორმების პასუხად, იმ არაერთი დაზარალებული პროცესის პასუხად, რომელიც ამ რეფორმებს უნდა მოჰყოლოდა თან და ა რ განხორციელდა თავის დროზე, უპრიანი იქნება, რომ პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობის შემადგენლობაში, მოქმედი იუსტიციის მინისტრი არ შეიყვანოს და ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა,"-აცხადებს სულხან სალაძე. 

დღის ამბები