26 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეები რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვით გაიხსნა.

„ევროპული პროცესის ლიდერი ქვეყანაა საქართველო და მინდა, მივესალმო იმ ინტენსიურ დისკუსიებს, რომელიც მიმდინარეობს ევროპის პარლამენტში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემის ირგვლივ, ეს არის საქართველოს ოკუპაციის 10 წელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია, რომელიც იქნება მიღებული და რეზოლუცია, რომელიც იმედი მაქვს, თავის სახელს დაარქმევს ბევრ იმ მოვლენას, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ახორციელებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ბევრი თვალსაზრისით იქნება ტონის მიმცემი მომავალში ამ პრობლემის გადაწყვეტის კუთხით,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები