02 მაისი 2024,   16:26
ვრცლად
ძალოვანი მინისტრები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან - წულუკიანი მედიასთან არ გამოჩენილა

ძალოვანი მინისტრები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც, დაახლოებით, საათ-ნახევარია, მიმდინარეობს, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თავდაცვის სფერო ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი რჩება.

„რაც შეეხება, ვრჩები თუ არა მთავრობის შემადგენლობაში, ეს არის პრემიერის პრეროგატივა, ასე რომ ამ გადაწყვეტილებას დაველოდოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ამ გეგმების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი წარმატებები. ბიუჯეტის და მთლიანი შიდა პროდუქტის 3.9% უნდა იყოს მთავრობის შენახვაზე მიმართული, რაც დღის წესრიგში აყენებს ოპტიმიზაციის აუცილებლობას, თუმცა ეს ოპტიმიზაციის პრინციპთან ერთად ეს უკავშირდება ასევე ეფექტიანობის და გადაწყვეტილებების სხარტად აღსრულების აუცილებლობას,“- აღნიშნა ლევან იზორიამ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სოზარ სუბარიც მართავს. მისი სამინისტროს გაუქმების შესახებ მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

„ზოგადად, სტრუქტურული ცვლილებები იქნება, მაგრამ დეტალებზე ცოტა მერე,“- განაცხადა სუბარმა.

ირაკლი კობახიძესთან თეა წულუკიანიც იმყოფება, თუმცა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მედიასთან არ გამოჩენილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები