04 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
"არ შეიძლება ამის ჩამორთმევა," - თეოლოგი ლადო ნარსია, მეუფე შიოსთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაზე საუბრობს

ჩამოართმევენ თუ არა მოსაყდრის სტატუსს მეუფე შიოს? - თეოლოგები ფიქრობენ, რომ სინოდი პატრიარქის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. ამ საკითხს სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ ფოთელი ეპისკოპოსი დააყენებს.

"დასახელებული არის მეუფე შიო კანდიდატად, მოსაყდრის კანდიდატად. არ შეიძლება ამის ჩამორთმევა, იმიტომ, რომ პატრიარქს გააჩნია დასახელების უფლება,"- აცხადებს თეოლოგი, ლადო ნარსია.

რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს. ექსპერტების ნაწილი საპატრიარქოს ნეიტრალური პოზიციის არჩევას, ნაწილი კი უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერას ურჩევს. ამ მიმართულებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას რუსული ეკლესიაც ელოდება, რადგან ერთი თვის წინ სწორედ ამის გამო საქართველოში პატრიარქ კირილის ნდობით აღჭურვილი მღვდელმთავარი ილარიონ ალფეევი იყო ჩამოსული, რომელიც ილია მეორეს სწორედ უკრაინული ეკლესიის საკითხზე ესაუბრა.

თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის უმჯობესია ქართული ეკლესია მოვლენების განვითარებას დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოს.

"თუ მართლა დაუპირისპირდა ეს ორი უდიდესი ეკლესია ერთმანეთს, ჯობია რომ პირველ ეტაპზე საქართველომ თავი შეიკავოს და დააკვირდეს სხვა ეკლესიების მოქმედებებს,"- ლევან აბაშიძე.

დღის ამბები