04 მაისი 2024,   22:27
ვრცლად
"ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას,"-ირაკლი კობახიძე მამუკა ბახტაძის დამტკიცებას აფასებს

ხმაურიანი და ხანგრძლივი განხილვების შემდეგ ქვეყანას დროებითი-3-კვირიანი მთავრობა ყავს, რომელიც მუშაობას დღეიდან დაიწყებს. უმრავლესობა იზიარებს პრემიერ-მინისტრის ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ტექნიკური მთავრობა კი, სადაც ახალი პრემიერი და ძველი მინისტრები შედიან, გუშინ 99 ხმით, 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. დეპუტატებმა ასევე ნდობა გამოუცხადეს სამთავრობო პროგრამას - თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. რამდენიმე კვირაში პარლამენტს კი ისევ მოუწევს განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება.

"ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება საქმეს,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები