26 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
რომის პაპი ერთდღიანი ვიზიტით შვეიცარიაში ჩავიდა

რომის პაპი ერთდღიანი ვიზიტით შვეიცარიაში ჩავიდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში პირადად ქვეყნის პრეზიდენტი დახვდა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფრანცისკე მესამე პაპი გახდა, რომელიც ეკლესიების მსოფლიო საბჭოს შეხვედრას დაესწრო. მან ქრისტიანების ერთად ლოცვისა და მუშაობის მნიშვნელობაზე იქადაგა.

საბჭო, ქრისტიანული რწმენის ერთიანობის წარმოჩენის მიზნით, 350 ეკლესიას აერთიანებს და წელს დაარსების 70-ე წლისთავს აღნიშნავს.

კათოლიკური ეკლესია საბჭოს შემადგენლობაში არ შედის. 

დღის ამბები