17 ივლისი 2018,   17:11
ვრცლად
"სოციალურ ქსელში ლანძღვა, გინება გამოხატვის თავისუფლება კი არა მონობაა"-მეუფე შიო

მასმედიასა და სოციალურ ქსელების მეშვეობით გავრცელებულ სისასტიკესა და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე გაამახვილა ყურადღება სამებაში საკვირაო ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. მისი თქმით ასეთ ქმედებას ხშირად მიმართავს მოქალაქეების ნაწილი რაც დაუშვებელია.

„როდესაც წერს სოციალურ ქსელში რაღაცას ადამიანი და ის ტექსტი სავსე არის ლანძღვით, გინებით, სიძულვილით, ზიზღით შეიძლება რომ ესეთ ადამიანს  ღმერთმა თხოვნა შეუსრულოს? შეიძლება ასეთი ადამიანის გულში მადლი იყოს? რა თქმა უნდა არა. მას შეიძლება მხოლოდ მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამითი იყოს კმაყოფილი, რომ ის ამ თავისუფლებას როგორც თვითონ ჰგონია ახორციელებს, მაგრამ სინამდვილეში, ეს მონობაა,“-განაცხადა მეუფე შიომ. 

დღის ამბები