25 ივნისი 2019,   02:36
ვრცლად
მნიშვნელოვანი
აქ მე ვსვამ კითხვებს, რას ქვია, არ გაჩუმდებით... მძიმე მდგომარეობაში ხართ - ბოკერიასა და პროკურორ ფხაკაძეს შორის კამათი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებთან საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

კომისიის წერების შეფასებით, საგამოძიებო მოქმედებები პროფესიონალურად არ წარიმართა.

მოზარდების მკვლელობის საქმის შესწავლის ფარგლებში შეკითხვები დაისვა სატელეფონო და ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით. დეპუტატებს აინტერესებდათ, საგამოძიებო ორგანომ შეისწავლა თუ არა დეტალურად და რა შინაარსის იყო მესიჯები.

„ამ პირებმა მისცეს საშუალება საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, რომ მათ თავისი თვალით ეხილათ მიმოწერა, რომელიც, სავარაუდოდ, ადასტურებდა მათ მიერ მიცემულ ჩვენებას. ეს საქმეში რატომ არ აღმოჩნდა?“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, რომელმაც პროკურორს სთხოვა, რომ მისთვის აზრის დასრულების შესაძლებლობა მიეცა.

„აქ მე ვსვამ კითხვებს, რას ქვია, არ გაჩუმდებით,“ - მიმართა ბოკერიამ ფხაკაძეს.

პროკურორმა განაცხადა, რომ მოზარდები გამოძიებასთან იმდენად თანამშრომლობდნენ, რომ მათი განმარტებები მიმოწერასთან დაკავშირებით საკმარისად და სარწმუნოდ ჩაითვალა და მათ ეს მიმოწერა აღარ შეუსწავლიათ.

„მათ მისცეს ჩვენებები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები ურთიერთკავშირში იყო, ანუ განსხვავებული პოზიციები არ იყოპ ჩვენებებში ასახული,“ -  განაცხადა ფხაკაძემ, რაზეც ბოკერიამ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს მიმართა, რომ მძიმე მდგომარეობაშია, რაზეც მან უთხრა, რომ არ არის მძიმე მდგომარეობაში და ნუ ემუქრება.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები