05 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
"ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ ან ყოფილ მთავრობაში, მას მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით“ - აბაშიშვილი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას მოქალაქეობის აღდგენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი უარით პასუხობს.

მარგველაშვილის ადმინისტრაციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართვის ტონი დაუწუნეს.

„ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია. პირიქით, მან სრულიად შეგნებულად თვითონ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ.

"უფრო მეტიც, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მისი არცერთი მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე არ ყოფილა.

"გუშინ, პირველად ვნახეთ შეურაცხმყოფელ სტილში მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა და რაზეც რეაგირებაც შესაბამისია.

"ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, ან ყოფილ მის მთავრობაში, შეუძლია მას მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით“-აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "კვირის აქცენტებში" საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ "თუ ვაჟკაცობა აქვს" დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები