10 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
ხელისუფლების მეირ წარდგენილი კანდიდატი, ვერ ისარგებლებს საზოგადოების ფართო მხარდაჭერით - შალვა შავგულიძე პროკურორის კანდიდატზე საუბრობს

ბოლო დღე მთავარი პროკურორის კანდიდატობის ოფიციალურად დასაფიქსირებლად -
განაცხადების მიღება საპროკურორო საბჭოში რამდენიმე საათში შეწყდება. ამ დროისთვის პოსტის დაკავების სურვილი 20-მა კანდიდატმა გამოთქვა. აქედან"ქართული ოცნების" ფავორიტად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე სახელდება. კანდიდატებს შორის არის ირაკლი ნადარეიშვილიც, რომელიც ასევე ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ამ ეტაპზე ორივე მათგანი კომენტარისგან თავს იკავებს, რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს - ისინი სისტემაში რეფორმის აუცილებლობასა და მთავარი ბრალმდებლის პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიციის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

"ხელისუფლების მეირ წარდგენილი კანდიდატი ვერ ისარგებლებს საზოგადოების იმ ფართო მხარდაჭერით, რომელსაც ელის საზოგადოება, ვინაიდან ეს საპროტესტო მუხტი, მთავარი პროკურორის გადაყენება ხელისუფლების მიერ ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ სახელისუფლებო კანდიდატი კი არ ყოფილიყო კვლავ არჩეული, არამედ ყოფილიყო საზოგადოების ფართო მხარდაჭერით მოსარგებლე კანდიდატი,"-აცხადებს შალვა შავგულიძე. 

პროკურორობის კიდევ ერთი კანდიდატი, პაატა შავაძე კი განმარტავს, რომ მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს.

"თუკი საქართველოს მთავარი პროკურორი იქნება ხელისუფლებიდან წამოსული ფიგურა, მე მას ვუწინასწარმეტყველებ მინიმუმ არჩილ კბილაშვილის და მაქსიმუმ ირაკლი შოთაძის ბედს,"-აცხადებს პაატა შავაძე.

პროკურორის დაკნინებულ იმიჯზე საუბრობს პროკურორობის კანდიდატი ნონა ფილაური და ამბობს, რომ უწყებაში არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომები. მისი თქმით, უწყებაში დასამკვიდრებელია "რევოლუციური მიდგომები."  

დღის ამბები