26 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
"პრიორიტეტს წარმოადგენს კვლავ შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი" - გალში შეხვედრა დასრულდა

დაახლოებით, 6 საათიანი მოლაპარაკების ერთ-ერთი მძიმე რაუნდი ერგნეთში დასრულდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის დეტალების განსახილველად მივიდა.

თუმცა ტატუნაშვილის ცხედრიდან ამოცლილი შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი კვლავ ღია რჩება.

„მე არ გახლავართ ექსპერტი, მაგრამ სრულყოფილად ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობით არსებობდეს ფრაგმენტები. შემდგომი კომენტარი უმჯობესია, გააკეთოს შესაბამისმა უწყებამ. პრიორიტეტს წარმოადგენს კვლავ შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი,"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" შავ სიას, ამ საკითხის გამო, გალის შემდეგ, ჩაშლის საფრთხის წინაშე იდგა ერგნეთის დღევანდელი შეხვედრაც. მოლაპარაკების დაწყებამდე, მხარეებს დიალოგისკენ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოუწოდა.

ირაკლი ანთაძის განცხადებით კი, ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ განუმარტა სიის შექმნის მიზეზი.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს და არ შეიძლება ეს გამოყენებული იქნას პოლიტიკური ინსუნაციების მიზნით. აქ არის შესული ყველა ის პირი, რომლებსაც აქვთ ჩადენილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ,“- განაცხადა ანთაძემ.

დღის ამბები