26 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
„საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატოს ახალი გაფართოება უნდა იყოს" - მარგველაშვილი

ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-საქართველო- უკრაინის შეხვედრას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც დღემდე ქვეყანამ მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მსოფლიო საერთო უსაფრთხოებაში, რომელმაც ნატოსკენ სწრაფვის განაცხადი 16 წლის წინ გააკეთა და ამ პერიოდში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, ის ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქვეყნისათვის სამაგალითო სახელმწიფო.

"დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება წევრობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატოს ახალი გაფართოება უნდა იყოს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები