03 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, კეზერაშვილი - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავი სია

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ ოკუპირებული აფხაზეთი შავი სიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს. არასასურველი პირების ჩამონათვალი ე.წ.-მა რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეადგინა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტსა და მთავრობას გადაუგზავნა. სია 26-კაციანია.

ჩამონათვალში მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი, რომა შამათავა, თენგიზ კიტოვანი და სხვები.

შავ სიაში შესულ 26-ვე პირს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

ავტორების მიმართვაში ნათქვამია, რომ შავ სიას "ხიშბა-სიგუას" სია უნდა ეწოდოს იმ ადამიანების პატივისცემის ნიშნად, ვინც საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მოკლეს.

დღის ამბები