05 მაისი 2024,   00:02
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი რესტორანში - ჭიათურის მერს ძალადობაში ადანაშაულებენ

ხელჩართული ჩხუბი ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ჭიათურის მერია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა სუფრის წევრებთან მუსიკალური ნომრის გამო მოუვიდათ.

ჩხუბში გამოყენებული იყო ბოთლები და სხვა ნივთები. დაზარალდნენ რიგითი მოქალაქეები. მათი ინფორმაციით, ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა ერთი ქალბატონიც.

„ქალაქის მერმა ხელი გარეთ დამარტყა, მერე ვიღაც ქალბატონმა ბოთლი დამარტყა,“- განაცხადა დაზარალებულმა.

 „კურიერის“ ცნობით, უკვე გამოიკითხნენ ჩხუბში მონაწილე მერი, პაატა ნადირაძე და საკრებულოს დეპუტატები. მათ „კურიერის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.  

დღის ამბები