26 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური ანგარიშსწორება - მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში კობახიძემ კვირიკაშვილი დაადანაშაულა

ტრაგედია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა - მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერი გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების  შესახებ კანონის გამკაცრება და მეშახტეების გარდაცვალების თავიდან აცილება სწორედ მთავრობის ყოფილი მეთაურის ხისტი პოლიტიკის გამო ვერ მოხდა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების დროს დეპუტატების ერთ ნაწილს შრომითი უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრება სურდა, თუმცა, ნანობს, რომ მთავრობის ხელმძღვანელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპრომისზე წავიდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ დღეს ქართული ოცნება ორად გაყო. დეპუტატების ნაწილმა ირაკლი კობახიძეს მხარი დაუჭირა. დანარჩენებმა კი ვერ გაიხსენეს, როდის მოხდა კვირიკაშვილის ინიციტივით შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი რეგულაციების ჩაგდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები