04 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ მოზარდს ბრალს დღეს წაუყენებენ 

ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ 51-ე სკოლის მოსწავლეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

მოზარდის დაკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანმა გამოძიებას იდენტური ჩვენება მისცა, რაც სასამართლოს.

„მისცა ის ჩვენება, რაც სასამართლოში აქვს მიცემული. ჯერ ბრალის წარდგინება იქნება. დასამალი არაფერი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ბრალს აღიარებს, არ აღიარებს, ზეწოლასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვერ გიდასტურებთ. გთხოვთ ხვალინდელ დღესაც დაველოდოთ და მერე ვნახოთ დანარჩენი,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა.

შსს-ს ინფორმაციით კი, საქმეში მოზარდის ორი განსხვავებული შინაარსის ჩვენება დევს. პირველი დ.ღ-მ წინასწარ გამოძიებას მიაწოდა, სადაც დეტალურად აღწერდა ინციდენტს და ამ ინციდენტში მონაწილეობაში ადანაშაულებდა მიხეილ კალანდიას. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში კი მან მიხეილ კალანდიას მონაწილეობა ინციდენტში უარყო.

დღის ამბები