26 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
ადამიანები, ვინც ივანიშვილმა გამოიყენა და გადააგდო - რურუა უსუფაშვილსა და მარგველაშვილს შორის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებზე 

„უსუფაშვილი და სხვებიც იყვნენ აბსოლუტური მორჩილები ოლიგარქის და მე აბსოლუტურად სერიოზულად არ განვიხილავ მათ მზადყოფნას, რომ ებრძოლონ ოლიგარქს,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ გააკეთა.

ნიკა რურუა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეს შორის კონსულტაციების დაწყებას ეხმაურება. 

რურუა საზოგადოებას ახსენებს, რომ უსუფაშვილიც და მარგველაშვილიც, ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები იყვნენ.

„ივანიშვილზე დიაგნოზი ცხადია, ეს ადამიანი მხოლოდ ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე და საკუთარ ფულზე, მეტზე არაფერზე, ამიტომ, უნდა ყველანაირად ვეცადოთ, რომ ის ჩამოვაშოროთ არაფორმალურ მმართველობას. გამოყენებული მატერიალები, ანუ ადამიანები, ვინც ივანიშვილმა გამოიყენა და გადააგდო და ამას სიხარულით სულ არ ვამბობ, იმიტომ, რომ არ აქვს საქართველოს დასაკარგი ხალხი არ ყავს, მაგრამ უსუფაშვილი და სხვებიც იყვნენ აბსოლუტური მორჩილები ოლიგარქის და მე აბსოლუტურად სერიოზულად არ განვიხილავ მათ მზადყოფნას, რომ ებრძოლონ ოლიგარქს,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილს და დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრას ადასტურებს. საუბრის მთავარი თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა საჯაროდ რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ 2018 წლის არჩევნების წინ სურს ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები გამოკვეთოს.

უსუფაშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით მარგველაშვილი ერთ კვირიან ვადას ითხოვს. 

დღის ამბები