02 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
შეფერხებული საავტომობილო მოძრაობა - ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში ცენტრალური ქუჩა დაიტბორა 

ძლიერი წვიმა რუსთავში - დაგროვილმა წყალმა დატბორა რუსთავის ცენტრალური ქუჩა. შარტავას ქუჩაზე შეფერხდა ავტომობილების გადაადგილება.

მიუხედავად ამისა ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, გარკვეული პერიოდის წინ ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამჯერად წყლის კორექტორებმა კარგად იმუშავა და შეფერხება მნიშვნელოვანი არ ყოფილა.

„ძლიერი წვიმა იყო იაღლუჯის მთაზე, არსებობს იქ ღია სანიაღვრე, რომელმაც ვერ გაატარა არსებული წყალი და მეორე მიკრო რაიონში ჩამოვიდა. თუმცა რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გავწმინდეთ სანიაღვრეები და ქალაქმა გაატარა და ისეთი პრობლემა, როგორც გვქონდა ჩვენ დაახლოებით ორი თვის წინ, აღარ შეგვექმნა,“-განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები