05 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
„გიორგი მამალაძე მსჯავრდებულთა იმ სიაში, რომლის საკითხებსაც განიხილავდა კომისია, არ იყო"- ზვიად ქორიძე დეკანოზის შეწყალებაზე საუბრობს

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.  ქორიძის თქმით, მამა გიორგი მამალაძე განსახილველ სიაში არ იყო, მიმართვის შემთხვევაში კი მის საქმეზე იმსჯელებენ.

„გიორგი მამალაძე მსჯავრდებულთა იმ სიაში, რომლის საკითხებსაც განიხილავდა კომისია არ იყო და შესაბამისად მასზე რეკომენდაციას ვერც წარუდგენდა კომისია, მოგეხსენებათ თქვენ, რომ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა გუშინ, შესაბამისად კომისიაზე ის ვერ განიხილებოდა,“- აცხადებს ზვიად ქორიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 83 მსჯავრდებული შეიწყალა, რაც შეეხება 43 მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდათ, მათ შორისაა უვადო პატიმარი, რომელსაც პრეზიდენტმა გათავისუფლების თარიღი დაუდგინა.

დღის ამბები