03 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, რუს გენერალი ვასილი ლუნევი გახდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გახდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობა ყოფილ რუს გენერალს ვასილი ლუნევს გადააბარეს. მანამდე ამ პოსტს ასევე რუსი გენერალი ანატოლი ხრულოვი იკავებდა

დღის ამბები