26 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლო - ქეთევან ციხელაშვილმა შინდისში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცები გაიხსენეს. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სამხედროების მშობლებს გაესაუბრნენ.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლო და უნდა იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ამ ბიჭებმა ჩაიდინეს გმირობა, რომლის მსგავსის შესახებ, ალბათ, ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს და რომელთა მხრებზეც გადაიარა ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ძალიან რთულმა ისტორიამ და სწორედ ასეთი გმირობების გამო არსებობს დღეს ჩვენი სამშობლო საქართველო,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები