15 ოქტომბერი 2018,   22:23
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის დანიშვნას აპროტესტებს

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის დანიშვნას აპროტესტებს.

„ლეიბორისტული“ პარტიის პოლიტიკურმა მდივანი, გიორგი გუგავა ამტკიცებს, რომ აღნიშნული პირები მმართველი პარტიის ე.წ. კოორდინატორები იქნებიან, რომლებიც არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან.

„ჯერ იყო და კომისიის წევრებად დანიშნა „ოცნების“ აქტივი და სუს-ის ნომენკლატურა, ამჯერად მთელი საქართველოს მასშტაბით ნიშნავს 700 პირს, უნიშნავს მათ 1000 ლარამდე ხელფასს და ესენი იქნებიან „ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც ადგილზე აყალბებენ არჩევნებს, ეს არის ორმაგი დანაშაული, პირველი, არჩევნების გაყალბებისთვის მზადება და მეორე, საბიუჯეტო სახსრების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის, კონკრეტულად, ოცნების სასარგებლოდ,“ - განაცხადა გუგავამ.

დღის ამბები