05 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
ის რეგულარულად, თავის თანამშრომლებს ნიშნავდა სასამართლოში - კობახიძე პრეზიდენტსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესზე საუბრობს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დაწყებულ კონსულტაციებს ეხმაურება. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით მისი მოლოდინი პესიმისტურია, რაც მისი თქმით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარეობს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი სასამართლოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე, რაც მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. 

მიუხედავად ამისა კობახიძე ამბობს, რომ მიმდინარე კონსულტაციებში საპარლამენტო უმრავლესობა ჩაერთვება. 

„რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, არის გარკვეული პესიმიზმი ჩვენს მოლოდინებში, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ მოსამართლების განმწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის, რეგულარულად, თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი, ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა. მას ჰქონდა თავის სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად, ვერ აიხსნება, ბუნებრივია, თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები