03 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
„ჩვენი ოკუპაციის პრობლემის დასრულებას ბუნებრივია, რომ პირველ რიგში რუსეთი უშლის ხელს,“ - თამარ ჩუგოშვილი

„ჩვენი ოკუპაციის პრობლემის დასრულებას ბუნებრივია, რომ პირველ რიგში რუსეთი უშლის ხელს,“ - ასე ეხმაურება სერგეი შამბას განცხადებას  ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე, კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების მომხრეა.  

„კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების მომხრეა საქართველო და ამისთვის ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკაც გაგვაჩნია და სულ ახლახანს, პარლამენტმაც დაუჭირა მხარი, მაგრამ ჩვენი ოკუპაციის პრობლემის დასრულებას ბუნებრივია, რომ პირველ რიგში რუსეთი უშლის ხელს და რუსეთი არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემის კუთხით, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გვიჭირს. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია. მე ვერ გეტყვით მიზეზებს, ვერ გეტყვით განცხადების საბაბი, ცოტა მეტი გააზრება სჭირდება ამ განცხადებას, ამიტომ უფრო მეტის თქმისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

დღის ამბები