26 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
ის, რაც ამ სიუჟეტში იყო, ეს არის ყალბი ახალი ამბები - გრიგოლ ვაშაძის შტაბი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და "ქრონიკის" ეთერში გასული რეპორტაჟის შესწავლას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სთხოვს.

ორი დღის წინ მომზადებულ რეპორტაჟში "ტელე იმედმა" ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გრიგოლ ვაშაძის 2008 წლის ინტერვიუ გამოიყენა. ვაშაძის შტაბში ამტკიცებენ, რომ ინტერვიუ ომამდეა ჩაწერილი, ტელევიზიამ კი ომის შემდეგ კომენტარად გაასაღა. ტელეკომპანია "იმედის "მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე განმარტება გააკეთა თავად პრეზიდენტობის კანდიდატმაც.​

„ეს არის გაკეთებული 2008 წლის 4 აგვისტოს, როცა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც ჩვენი ოპონენტები ამტკიცებენ, ვცდილობდით ყველანაირი ძალისხმევით ომი აგვეცილებინა თავიდან და როგორმე დაგვეწყნარებინა მოსკოვი, რომელსაც აგრესია უკვე მომზადებული ჰქონდა.

"ის, რაც ამ სიუჟეტში იყო ეს არის ყალბი ახალი ამბები და ამ სიუჟეტის შემკვეთს უნდა საქართველო გადააქციოს ნაგვის ყუთად, ჩვენი პოლიტიკური პროცესი უნდა გადააქციოს ნაგვის ყუთად“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები