26 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
დღეს შატილობაა - შატილში გასართობი ღონისძიებები იმართება

დღეს შატილობაა. ამ დღეს შატილში სახალხო ზეიმით აღინიშნება. მთელი დღის განმავლობაში იგეგმება დოღი, სპორტული შეჯიბრებები, გასართობი ღონისძიებები და ლუდის მოხარშვა, რომლითაც ხევისბერებს დალოცავენ.

შატილობა ადგილობრივებს პრემიერმინისტრმა მიულოცა. მამუკა ბახტაძემ უნიკალური ძეგლის - მუცოს რეაბილიტაციის ხუთწლიან გეგმაზე ისაუბრა.

“ის სიყვარული, რაც დღეს აქ იგრძნობა, არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს, ქართულ მთას. იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს. დავიწყეთ შატილში სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელსაც მოხდა ერთი კოშკის რეაბილიტაცია და უკვე გვაქვს განვითარების გენერალური გეგმა. მინდა მუცოზეც, უნიკალურ ძეგლზე გითხრათ ორიოდე სიტყვა. გვაქვს მუცოს მდგრადი განვითარებისა და რეაბილიტაციის ხუთწლიან გეგმა. ძალიან მნიშვნელოვანია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდეს ისე, რომ თითოეული დეტალი და ნიუანსი შევინარჩუნოთ, რომ ჩანდეს ძეგლების, ჩვენი სიამაყის თავდაპირველი სახე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები