03 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ კრიტიკას გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პასუხობენ

„ევროპული საქართველოს“ კრიტიკას გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პასუხობენ. ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" - საპრეზიდენტოს კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანების ვინაობა დააკონკრეტა, რომლებმაც კოალიციაში „ევროპული საქართველოდან“ გადაინაცვლეს.

„ადამიანები, რომლებიც გასულ წელს ნამდვილად, დავადასტურებთ, რომ იღებდნენ მონაწილეობას „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად თვითმმართველობის არჩევნებში, შტაბის ხელმძღვანელი „ევროპული საქართველოს“ ქუთაისში გახლდათ გია თევდორაძე, რომელიც ჩვენთან ერთად არის დღეს. უფრო მეტიც, დღეს სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდნენ და მათთან ერთად იყო გაკეთებული განცხადება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათმა ნაწილმა სხვადასხვა დროს დატოვა პარტია და ამჯერად პოლიტიკური არჩევანი "ძალა ერთობაშიას" სასარგებლოდ გააკეთეს.

გიორგი ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიიდან ქუთაისში დღეს გაერთიანებას 140-მდე ადამიანი უკვე შეუერთდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები