05 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
ავარია ბათუმში - დაშავდა ორი ადამიანი

ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბათუმის შემოსასვლელ ესტაკადასთან მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკებში გადაიყვანა, ექიმების განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პირველადი დათვალიერებით პაციენტებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

დღის ამბები