11 დეკემბერი 2018,   01:05
ვრცლად
ივანიშვილის კავშირი მარიხუანის კულტივაცია/ექსპორტის ინიციატივასთან - სასულიერო პირებმა განმარტებები პარლამენტში მოითხოვეს 

სამღვდელოების ნაწილი კონსტიტუციაში სპეციალურ ჩანაწერის გაკეთებას მოითხოვს. სასულიერო პირების აზრით, ქვეყნის მთავარ კანონში უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოში არასდროს მოხდება ნარკოტიკის ლეგალიზება.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მარიხუანას მოხმარების რეგულაციებზე მსჯელობდნენ  სასულიერო პირებმა აქცენტი ამ სქემაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზე გააკეთეს და უკმაყოფილებაც გამოთქვეს. თუმცა მათ ყოფილი პრემიერის სახელი და გვარი პირდაპირ არ უხსენებიათ. მოიხსენიეს სტატუსით და იკითხეს, იყო თუ არა კანონპროექტი მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ მისი იდეა, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგობის შედეგად დროებით გაჩერდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შეეცადა მღვდლები დაერწმუნებინა, რომ ინიციატივასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს.

სასულიერო პირებს შენიშვნები მარიხუანას მოხმარების რეგულაციასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.  სამღვდელოებას მიაჩნია, რომ მარიხუანის საკითხზე რეაგირება დაგვიანებულია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ უკვე პრეცედენტი და სფეროს დარეგულირების რეალობა შემქნა. თუმცა ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებით მაინც მიმართეს. 

მათ შორის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა და მე-16 მუხლში იმის ჩაწერა მოითხოვეს, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ნარკოტიკებით თრობას არ ნიშანვს.

სასულიერო პირებს ასევე ითხოვენ, მოხმარებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 21-წლიდან უფრო მაღალ ასაკამდე განისაზღვროს და ხელისუფლების შესთავაზეს შეიქმნას სპეციალური რეესტრი, სადაც ის ადამიანები დარეგისტრირდებიან, ვისაც მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარების სურვილი ექნება. 

დღის ამბები