05 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
მარიხუანა ახალ ბიტკოინად იქცა - Bloomberg სტატიას აქვეყნებს

მარიხუანა ახალ ბიტკოინად იქცა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Bloomberg, რომელიც წერს, როგორ შოულობენ მილიარდობით დოლარს კანაფის ლეგალური ბაზრიდან.

ავტორს მოჰყავს საფონდო ბირჟის მონაცემები და ხაზს უსვამს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მარიხუანის მწარმოებელი კანადური კომპანიის Tilray-ის აქციების ფასი 50 პროცენტით გაიზარდა, თავად კომპანია კი 90 პროცენტით გაძვირდა.

ბლუმბერგი წერს, რომ Tilray ერთადერთი არ არის მარიხუანის ლეგალურ ბაზარზე, რომელთა ბიზნესიც სწრაფი ტემპით იზრდება.

ექსპერტები სწორედ ამის გამო ადარებენ მას კრიპტო ვალუტის ბიზნესს, რომელმაც ბევრს მილიარდობით დოლარი მოუტანა.

დღის ამბები