15 დეკემბერი 2018,   00:42
ვრცლად
„უმცირესობის წარმომადგენლები ზოგი კურდღლებივით, ზოგი ბაჭიებივით დაიქსაქსნენ აქეთ-იქიდან" - ნუკრი ქანთარია

„უმცირესობის წარმომადგენლები ზოგი კურდღლებივით, ზოგი ბაჭიებივით დაიქსაქსნენ აქეთ-იქიდან,“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია „ევროპული საქართველოს“ მიერ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზის დატოვებას.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ანგარიშს განიხილავენ, რასაც საპარლამენტო უმცირესობა არ ესწრება.

„ახლა უნდა ყოფილიყო მთავარი კითხვები თქვენ მიმართ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ თავისი საქმე შეასრულეს, ამოწურეს და ახლა მიემალნენ ამას. მათი გასვლით ნათელია აქ ყველაფერი. საზოგადოებას, მგონი, კითხვები აღარ უნდა დარჩეს და მათ სპეკულაციებს აღარ უნდა აჰყვეს,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დასკვნაში მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი, არამედ ლაპარაკია დავით სარალიძის მკვლელობაში მისი როლის დადგენაზე.

 

დღის ამბები