23 ოქტომბერი 2018,   08:27
ვრცლად
ტერეზა მეი ევროკავშირს Brexit-ზე ახალი გეგმის მომზადებას სთავაზობს

ტერეზა მეი ევროკავშირს Brexit-ზე ახალი გეგმის მომზადებას სთავაზობს. ბრიტანეთის პრემიერმა ევროპელ ლიდერებს საგანგებო განცხადებით მიმართა და ბრიტანელი ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან მის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე უარი მიუღებელია, რადგან მოლაპარაკებები უკანასკნელ ფაზაშია.

ტერეზა მეიმ გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ როგორც პრემიერი რეფერენდუმის არც შედეგებს გააუქმებს და არც ქვეყნის დაყოფას დაუშვებს.

ბრიტანეთის გეგმას ევროკავშირის ლიდერები გუშინდელ არაფორმალურ სამიტზე არ დათანხმდნენ და ცვლილებების შეტანა მოითხოვეს, რაზეც ტერეზა მეიმ უარი განაცხადა.

დღის ამბები