18 ოქტომბერი 2018,   10:12
ვრცლად
კიდევ ერთი პოლიტიკური ქადაგება ამბიონიდან - მეუფე იობი მრევლს წინასაარჩევნოდ სწორი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს

კიდევ ერთი პოლიტიკური ქადაგება ამბიონიდან - მეუფე იობი მრევლს წინასაარჩევნოდ სწორი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა საკუთარ ქადაგებაში პრეზიდენტის როლზე ისაუბრა და განაცხადა რომ საპრეზიდენტო კანდიდატები იმაზე ბევრ დაპირებას იძლევიან ვიდრე მათ გამარჯვების შემთხვევაში ამის უფლებას თანამდებობა მისცემთ.

მღვდელმთავარმა დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობაც გაიხსენა.

„როდესაც საქართველოში არჩევნები ტარდება დიაგნოზი ესმევა ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ვის დაუჭერს მხარს. აქედან თუ სიჯანსაღე არ არის არასწორ არჩევანს გააკეთებენ. დღეს ეს პრეზიდენტობის კანდიდატები იმდენ რამეს ჰპირდებიან ქვეყანას და ერს თითქოს ის კანონი დაავიწყდათ რა კანონითაც დღეს მოქმედებს სახელმწიფო. ფიქრობენ, რომ ის პერიოდი რა დროსაც სააკაშვილი ქვეყანაში იყო ჰგონიათ რომ პრეზიდენტი რომ გახდება იმ მდგომარეობით წარმართავს საქართველოს ცხოვრებას - ეს ასე არ არის.

"ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ და ვიაზროვნოთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თითქოს ვერ დავიბრუნებთ, რადგან ძალიან დიდი პატრონი ჰყავს რუსეთის სახით ამ პატარა რეგიონს. ისინი არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები ისინი არიან ოკუპირებული რეგიონები, აქედან გამომდინარე ჩვენ სულ მალე ვნახავთ, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩვენ დაგვიბრუნდება დაკარგული ტერიტორიები,“-ამბობს მეუფე იობი.

დღის ამბები