05 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
ნიუ-იორკის ბაღის თანამშრომელმა ცივი იარაღით სამი ჩვილი მათი მამა და თანამშრომელი დაჭრა

საზარელი თავდასხმა მოხდა ნიუ-იორკის ბაგა-ბაღში. ცენტრის თანამშრომელმა ცივი იარაღით სამი ჩვილი ბავშვი, მათი მამა და თანამშრომელი დაჭრა.

პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია. ძალოვანების განცხადებით, თავდამსხმელი შუა ხნის ქალია, თავდასხმის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

მის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, უცნობია დანაშაულის მოტივიც.

დღის ამბები