18 ოქტომბერი 2018,   10:13
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძესთან შესახვედრად ქობულეთში ათასობით ადამიანი შეიკრიბა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან შესახვედრად ქობულეთში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საზოგადოება ერთი იდეის გვერდით გაერთიანდა, რომელიც ძლიერ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს გულისხმობს.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მოძრაობა "ძალა ერთობაშია" 28 ოქტომბრიდან ხელისუფლების ჩანაცვლებას დაიწყებს.

„რაც უფრო ხშირად აცხადებენ ე.წ. „ქართული ოცნების“ მესვეურები, რომ ისინი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხებენ გაერთიანებულ ოპოზიციას, გამანადგურებელი ანგარიშით პირველსავე ტურში მოიგებენ, მით უფო იზრდება მოქალაქეების პროტესტი, მუხტი და ამ ე.წ. ხელისუფლების მიმართ აღშფოთება,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

დღის ამბები