13 დეკემბერი 2018,   04:37
ვრცლად
რუსთავში ერთი წლის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა - მას გამოკვლევები უტარდება

ერთი წლის ბავშვი, რომელიც რუსთავში მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.

მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვი მისივე საცხოვრებელი სახლის ფანჯარაზე აძვრა და მწერების დამცავ ბადეს შეეხო, რის შემდეგაც ის ფანჯრიდან გადავარდა, თუმცა, გოგონა მეორე სართულზე არსებულ მიშენებაზე დავარდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.

დღის ამბები