05 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
სარალიძე ბესელიას: "ჩემი შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში"

"ჩემი  შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში,"- ასე მიმართა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, "ქართული ოცნების" დეპუტატს, ეკა ბესელიას. სარალიძის თქმით, შვილმოკლულ მამებს არავისი ეშინიათ და ისინი პროტესტის გააგრძელებენ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

"პირდაპირ მემუქრება ქალბატონი ბესელია, იმდენს ვერ ხვდება რომ არავის მეშინია, არც ბესელიების, არც კობახიძეების, ჩემი შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი შიში თავი შვილს ჩააყოლა მიწაში. მანამდე ვიბრძოლებ, სანამ ჭეშმარიტება არ აღდგება,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები