01 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
ხმაური რუსთაველის გამზირზე - შვილმოკლული მამების აქციაზე ორი პირი დააკავეს 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გიორგი ფანჯავიძეა, რომელიც გუშინდელ აქციას უძღვებოდა. დაკავებას აქციაზე ხმაური მოჰყვა.

პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამის მანძილზე პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზება იყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ, ფანჯავიძის წინააღმდეგ კი კიდევ ერთი მუხლით აღიძრა საქმე, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბრალდებას ოჯახის წევრები და ადვოკატი კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისინი დარწმუნებულები არიან რომ ფანჯავიძე პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები