05 მაისი 2024,   05:47
ვრცლად
ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ და ფარული ჩანაწერები - მაია ცქიტიშვილი ივანიშვილის პროკურატურაში დაბარების საფუძველს ვერ ხედავს 

„ვერც ერთი ფანტაზია, ვერც ერთი ჩანაწერი ვერ გახდება მიზეზი, რატომაც კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს პირდაპირი გადასახადები, აქციზის გადასახადია როგორც იცით,“ - ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სკანდალური განცხადებების შესახებ გააკეთა.

მაია ცქიტიშვილი ზაზა ოქუაშვილის იმ სკანდალურ ინტერვიუს ხმაურება, რომელმაც ბიზნესზე რეკეტში პირადად ივანიშვილის ჩართულობაზე ისაუბრა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მთავარ პროკურატურაში დაბარების საფუძველს ვერ ხედავს.

„ნამდვილად, იმ სერიალებიდან და ვერსიებიდან, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, მე პირადად ვერანაირად ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში არც ბიძინა ივანიშვილის და არც ბევრი დასახელებული ადამიანის დაბარების არანაირ საფუძველს,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ  გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.

დღის ამბები