05 მაისი 2024,   08:21
ვრცლად
"სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ" - თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მაღალჩინოსნები ლევან იზორიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ

საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ ვაჭრობის სკანდალს თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები ეხმაურებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სისტემა მოშლილია და სამინისტრო სკანდალიდან სკანდალამდე ფუნქციონირებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი უკვე ტელესერიალს დაემსგავსა.

ხიდაშელი ითხოვს, რომ ლევან იზორიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრლდებით შეირაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. 

„ეს ძალიან მძიმე შემთხვევა, ალბათ, ყველა იმ დღემდე უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყებაში სკანდალი და უხერხული მოვლენა მოხდა. იმის გამო, რომ ორი წელია, უწყვეტ რეჟიმში სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. არ შეიძლება ყოველ ორ კვირაში ერთხელ მორიგი სერიალის გმირი იყოს თავდაცვის მინისტრი იმიტომ, რომ ეს ძალიან მძიმედ აისახება შემდეგ მრავალ ათას ადამიანზე, რომელიც იქ არის დასაქმებული. რასაც ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნათლად აჩვენებს, რომ თავდაცვის სამინისტროში უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ „ყველაფერი მოსულა.“ ან საერთოდ მოშლილია კონტროლის სისტემა, ან მიშვებულია.

"ლევან იზორიას თავდაცვის სამინისტროში მისვლა იყო ძალიან ცუდი მესიჯი, ცუდი გზავნილი უწყებისთვის, რომ შესაძლებელი იყო, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. მთელი ეს სკანდალები, სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც ამის შემდეგ ხდება, ფულის გაფლანგვა, დასკვნები, რომელსაც აუდიტის სამსახური დებს, არაფერი ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამაზე მისი დანიშვნის პირველ დღესვე ვსაუბრობდი,“- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.

ქვეყნის მთავარ ძალოვან სამინისტროში კონტროლის არარსებობის შესახებ სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც საუბრობენ.

„როდსაც არის სერია კორუფციული თუ კრიმინალური სქემეებისა, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძლების გამართულ მუშობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ენიჭება, პირველ რიგში, მინისტრს და შემდეგ საქართველოს მთავრობას. იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ქვეყანას მართავს, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ლევან იზორიას მისამართით, როგორც სამსახურებრივ, ასევე პოლიტიკურ პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

"კურიერის" ინფორმაციით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობა თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა შიდა კონტროლის სამსახურმა ფაქტი ვერ გამოავლინა. 

დღის ამბები