26 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
როდესაც ამერიკაში დავბრუნდები, სახელმწიფო დეპარტამენტს შევხვდები-მესამე სექტორის წარმომადგენლები აშშ-დან შვილმოკლულ მამებთან მივიდნენ

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მყოფი შვილმოკლული მამები ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოინახულა. მან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პლედები, წყალი და საკვები მიუტანა. ამერიკელი სტუმრი საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც გეგმავს. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებს მიაწვდის.

„საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა. როდესაც ამ ადამიანების ისტორია გავიგე, მინდოდა მე თვითონ ჩამოვსულიყავი და პირადად მომესმინა მათი ისტორიები. ასევე შევხვდები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მოვინახულებ საოკუპაციო ხაზსაც. როდესაც ამერიკაში დავბრუნდები შეხვედრას გავმართავ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან და მივაწოდებ ამ დროის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას,“-განაცხადა ქრისტინა პუშოუმ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმედოვნებენ, რომ მათი პრობლემით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან.

„რა თქმა უნდა კიდევ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრნი ჩამოვლენ და დაგვიჭერენ მხარს. აუცილებლად რაც არ უნდა ეცადოს ამ ხელისუფლებამ, მაინც გავიტანთ საზღვრებს გარეთ ჩვენს პრობლემებს და აუცილებლად დადგება სამართალი,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება რუსთაველზე მიმდინარე აქციას, პროტესტი გრძელდება. ბანერის განთავსების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მოხდა მცირე შელაპარაკებაც. 

დღის ამბები