22 სექტემბერი 2019,   06:41
ვრცლად
"ყველაზე მეტად ხმა გვინდა გავიგოთ... ცარიელია სახლი," - მერვე დღე სამი შვილის დედის გატაცებიდან 

სამი შვილის დედის, 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცებიდან 8 დღე გავიდა. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ელენეს, მარიამისა და გიოს დედა 8 დღის წინ ოკუპირებულ საქართველოში საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს.

ოჯახი სახლიდან 8 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იძულებით გამოაძევეს. დღეს შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. განსაკუთრებით დედის ხმა ენატრებათ. დარწმუნებულები არიან, რომ ის ყველაფერს გაუძლებს.

37 წლის მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან გაიტაცეს. ქალი საკუთარ ბაღში ხეხილის დასაკრეფად იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალს ორი ჩასაფრებული ნიღბიანი მამაკაცი ელოდა.

რუსული რეჟიმის სასამართლომ სამი შვილის დედას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დასდო. ოკუპანტებმა დაკავებიდან რამდენიმე დღეში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ახალგაზრდა ქალი ჩანს. 

 

 

დღის ამბები