05 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
„საია“ საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ბანკებიდან სესხის აღებას დააკვირდება

„საია“ საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში საპრეზიდენტო კანდიდატების დაფინანსების წყაროებს, მათ შორის, საბანკო სესხებს, დააკვირდება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ სესხის სახით ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარის აღებას ეხმაურება და განმარტავს, რომ კანონმდებლობით საპრეზიდენტო კანდიდატს ამის უფლება აქვს.

ირმა პავლიაშვილის თქმით, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს, როგორ საპროცენტო განაკვეთს დაუწესებს იგივე კომერციული ბანკი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატს, თუ ისიც მოითხოვს მილიონიანი კრედიტის აღებას.

„კანონმდებლობის მიხედვით, რა თქმა უნდა, სუბიექტს შეუძლია, რომ მიიღოს კრედიტი, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ შემდგომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, თუ რა პირობებით არის ეს კრედიტი გაცემული, მაგალითად, ხომ არ არის რაიმე საშეღავათო პირობა განსაზღვრული, რომელიც შეიძლება უკანონო შემოწირულობის ფარგლებში იყოს ჩათვლილი. გარდა ამისა, შემდგომ უკვე სხვა სუბიექტებიც თუ მიმართავენ ანალოგიურად კრედიტის მისაღებად და მათზეც თუ გაიცემა კრედიტი და იმავე პირობებით მოხდება თუ არა კრედიტის გაცემა,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კანდიდატს, რომელიც არჩევნებში 10%-ზე მეტს მოაგროვებს, სახელმწიფოსგან მილიონი ლარის მიღების საშუალება უჩნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები